აუქციონის დანამატის კალკულატორი
ყურადღება! ეს კალკულატორი ითვლის აუქციონის დარიცხვას მინიმალური (Fee A) დარიცხვის პრინციპით. კალკულატორის ცდომილება შეიძლება იყოს 15-35$ მაქსიმუმ.
ყურადღება! CrashedToys Locations ვრცელდება განსხვავებული დარიცხვა.
როგორ მუშაობს კალკულატორი
კალკულატორი გეხმარებათ წინასწარ გამოთვალოთ Copart და IAAI აუქციონების საკომისიოები ავტომობილის სავარაუდო საბოლოო ფასის მისაღებად. სისტემა ითვალისწინებს მყიდველის საკომისიოს (Buyer’s Premium), დოკუმენტაციის საფასურს და სხვა სტანდარტულ ფიქსირებულ ხარჯებს, რის შედეგადაც მიიღებთ უფრო რეალისტურ ბიუჯეტს.
რა შედის და რა შეიძლება განსხვავდებოდეს
- ადგილობრივი გადასახადები და storage/gate გადასახადები შესაძლოა ლოკაციაზე იყოს დამოკიდებული.
- ტრანსპორტირება, საზღვაო გადაზიდვა და განბაჟება ცალკე ითვლება.
გამოთვლის მაგალითი
თუ ავტომობილის საბოლოო ფასი არის 8,500$, კალკულატორი ავტომატურად გამოიყენებს შესაბამის საკომისიო ცხრილს და დაგითვლით სავარაუდო ჯამურ თანხას. ეს დაგეხმარებათ თქვენი საბოლოო ბიუჯეტის განსაზღვრაში.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენად ზუსტია კალკულატორის შედეგები?
ჩვენ ვიყენებთ Copart/IAAI-ის სტანდარტულ საკომისიო გრიდს. საბოლოო თანხა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ლოკაციისა და დამატებითი ადგილობრივი გადასახადების მიხედვით.
კალკულატორი ითვალისწინებს ტრანსპორტირებას და განბაჟებას?
არა. ეს ხარჯები გამოითვლება ინდივიდუალურად ავტომობილის მდებარეობის, ზომისა და გეზის მიხედვით. დაგვიკავშირდით ზუსტი ფასის მისაღებად.
რომელი ლოკაცია ავირჩიო?
როგორც წესი, პორტთან ახლოს მდებარე აუქციონები ამცირებს გრუნტის ტრანსპორტის ხარჯს. ჩვენი გუნდი შეგირჩევთ ოპტიმალურ ვარიანტს დროისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.